The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
წარმოების ხელმძღვანელი 
 
საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საწარმო, რომელიც ეკუთვნის მსოფლიოში დარგის ლიდერ საერთაშორისო კომპანიას და შედის მისი საწარმოების ჯგუფში, აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე. საწარმო, მისი ინფრასტრუქტურით მდებარეობს ქალაქ ქუთაისში.
 
წარმოების ხელმძღვანელი მიეკუთვნება უმაღლეს მმართველ რგოლს, პასუხისმგებელია წარმოების სრულ პროცესზე და მის გამართულ მიმდინარეობაზე. მას დაექვემდებარება საწარმოს წარმოების და ტექნიკური მომსახურების მიმართულებები. დაექვემდებარება უშუალოდ საწარმოს გენერალურ მენეჯერს.
 
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
პოზიციის ტიპი - მაღალი რანგის ხელმძღვანელი პოზიცია
ანაზღაურება - პოზიციის რანგის ადექვატური, მაღალკონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სოციალური პაკეტი - დაზღვევა, კვება
მივლინებები - შესაძლო მივლინებები საზღვარგარეთ
 
ძირითადი მოთხოვნები:
 
• წარმოების სფეროში მაღალი რანგის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 7 წელი გამოცდილება;
• წარმოების პროცესების მართვის, ტექნიკური მომსახურების ჯგუფების მართვის, კონვეირული პრინციპით წარმოების ცოდნა და გამოცდილება;
• საწარმოო საინჟინრო ან წარმოების მართვის მიმსრთულებით უმაღლესი განათლება;
• ინგლისური ენი კარგად ცოდნა (განსაკუთრებით ტექნიკური ინგლისურის).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა.
 
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.