The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ტექნიკური დირექტორი

მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კომპანია
 აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.
 
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
პოზიციის ტიპი - მენეჯერული პოზიცია, გენერალური დირექტორის მოადგილე
ანაზღაურება - პოზიციის რანგის ადექვატური მაღალკონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სამუშაო ადგილი: თბილისი
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება - სასურველია საინჟინრო/ტექონლოგიური მიმართულებით;
• ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
• ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, BMS, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, ძლიერი და სუსტი დენების, წყალგაყვანილობის სპეციფიკის ცოდნა და პირდაპირ ან დაქვემდებარებული კადრების მეშვეობით პასუხისმგებლობის 5 (ან მეტი) წლიანი  გამოცდილება
• მსხვილი სამშმენებლო პროექტების განხორციელებაში მონაწილების გამოცდილება
• მსხვილი ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულების (სამედიცინო, სასტუმრო, საწარმოო, სავაჭრო და ა.შ.) მშენებლობის და/ან მეინთენანსის გამოცდილება
• სასურველია - კლინიკის ინფრასტრუქტურის გეგმარების ცოდნა და გამოცდილება
• სასურველია - სამედიცინო დაწესებულების სპეციფიური სისტემების  - სტერილური ჰაერის ნაკადების მართვის, სამედიცინო აირების სისტემების, გამოხდილი წყლის, სასტერილიზაციო და სხვა სისტმების ცოდნა და მართვის გამოცდილება.
 ძირითადი ფუნქციები:
• სამედიცინო დაწესებულების შენობის (ტექნიკური და სამედიცინო ინფრასტრუქტურა) მეინთენანსი;
• სამედიცინო, არასამედიცინო სერვისების და სპეცზონების დაგეგმარება და ინტეგრაცია;
• სამედიცინო დაწესებულების ტექნიკური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის სახელმწიფო სტანდარტებისადმი შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა;
• სამედიცინო და ლაბორატორიული ტექნიკის მეინთენანსი;
• დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა: ტექნიკური, სამეურნეო, სამრეცხაო, სამზარეულო, სამედიცინო ინჟინრები, უსაფრთხობა, IT.
• სერვისების განვითარების პროცესში ტენქნიკური მხარდაჭერა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
• გუნდის მართვის უნარი;
• ორგანიზებულობა, აკურატულობა;
• კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
• გამართული წერით და ვერბალური კომუნიკაცის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.