The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ფინანსური მენეჯერი

კომპანია „Atlantic Georgia“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
„Atlantic Georgia“, საერთაშორისო კომპანია „Group Atlantic“-ში შემავალი კომპანიაა, რომლის ქალაქ ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს წყლის გამაცხელებელ ავზებს.
 
კომპანია განიხილავს, როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები სპეციალისტების კანდიდატურებს, რომელთაც აქვთ მზაობა იმუშაონ ქუთაისში.

სამუშაო ადგილი
- ქუთაისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
პოზიციის ტიპი - ხელმძღვანელი პოზიცია 
ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სოციალური პაკეტი - დაზღვევა, კვება
მივლინებები - შესაძლო მივლინებები და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები საზღვარგარეთ

მოვალეობები და ვალდებულებები

კომპანიის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელობა (შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მცირე გუნდი)
კომპანიის სააღრიცხვო პროცესების მართვა ბალანსის შედგენის ჩათვლით
კომპანიის საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
ფინანსური უწყისების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური)
კონსოლიდირებული ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანგარიშის წარდგენა
ურთიერთობის წარმართვა ადგილბრივ კონსულტანტებთან და აუდიტორებთან
ბიუჯეტისა და ამორტიზაციის გათვლების მომზადება
კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და შესაბამისი რჩევების მიცემა მენეჯმენტისთვის

ძირითადი მოთხოვნები
უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტერიის ცოდნა
• ინგლისური ენის ცოდნა
ბიუჯეტის ანალიზის და კონტროლის ცოდნა და გამოცდილება
მენეჯერული უნარები და გამოცდილება
განსხვავეულ სამუშაო კულტურებთან ადაპტაციის უნარი 
მუშაობის პროცესში სიზუსტე და აკურატულობა

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge 
არაუგვიანეს 2020 წლის 7 თებერვლისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.