The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
გამყვანი ტურიზმის მენეჯერი (2 ვაკანსია)

ტურისტული კომპანია „Via Travel Lufthansa City Center“ აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის მენეჯერის თანამდებობაზე. 

კომპანიას ხანგრძლივი ისტორია აქვს, ის ტურისტული კომპანიების გლობალური ქსელის Lufthansa City Center-ის წევრია და IATA-ს (International Air Transport Association) აკრედიტირებული აგენტი; ასევე გერმანული ტურისტული ჰოლდინგის TUI–სა და მისი პრემიუმ პარტნიორი airtours–ის ოფიციალური აგენტია საქართველოში. კომპანია ერთერთი ლიდერია ტურიზმის სფეროში და ორიენტირებულია მაღალი კლასის მომსახურებაზე. 

კომპანია ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელს, რომელსაც თავის მხრივ პირდება საქმიან, აქტიურ, ურთიერთდახმარებაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

გამყვანი ტურიზმის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობებია:

ტურისტული პროდუქტების შექმნა;
კლიენტებთან, მათ შორის კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
პროდუქტების გაყიდვა, ტურების დაგეგმვა, შესაბამისი ტრანსპორტისა და სასტუმროების დაჯავშნა;
სავიზო აპლიკაციების შევსება, კლიენტების საბუთების მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;
ტურისტულ სააგენტოში იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
კარგი სასაუბრო და წერილობითი უნარ-ჩვევები;
საოფისე პროგრამების ცოდნა.

სასურველია:
ამადეუსის პროგრამის ცოდნა და აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე tourism@thestream.ge  გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. 

გასაუბრებები ტარდება დისტანციურად.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.