The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ოპერაციების დირექტორი

საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „ევროინსი“ აცხადებს ვაკანსიას ოპერციების დირექტორის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის გენერალურ დირექტორთან და ფინანსურ დირექტორთან ერთად  კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა;
მიმდინარე პროექტების და ბიზნეს პროცესების მართვა;
ფინანსური და საოპერაციო შედეგების ანალიზი;
საოპერაციო პროცესების ეფექტიანობის გაზომვა და მათი გაუმჯობესება;
დაზღვეულთა  გამართული მომსახურების უზრუნველყოფა;
სადაზღვევო ოპერაციების, კორპორაციული და საცალო პოლისების და ხელშეკრულებების ადმინისტრირების კონტროლი;
კომპანიის სერვისებთან და მათი მიღების წესებთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და კონსულტირების მონიტორინგი;
მომხმარებელთან ურთიერთობის ინოვაციური მეთოდების და სისტემების დანერგვის უზრუნველყოფა;
კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა;
სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი საპასუხო სტრატეგიის განსაზღვრა;
დაქვემდებარებული თანამშრომლების შერჩევა-აყვანაში  მონაწილეობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებაში; 
სადაზღვევო სფეროში საოპერაციო მიმართულებით მმართველ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამცდილება.
სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების კომპეტენცია;
ERP/CRM/SRM პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის გამოცდილება;
IT ბიზნეს გადაწყვეტილებების პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა
სასურველია რუსული ენის ცოდნა
 
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2020 წლის 4 მაისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
გასაუბრებები ტარდება დისტანციურად

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.