ბუღალტრის ასისტენტი
ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia-ს ბუღალტერიის დეპარტამენტში.
Ecovis Georgia (ყოფილი შპს ATA partners) დაარსდა 2013 წლის იანვარში. 2020 წლიდან ECOVIS Georgia გახდა ECOVIS International–ის წევრი და პარტნიორი საქართველოში. 2021 წლის აპრილში მარეგულირებლისგან ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საფუძველზე კომპანიას მიენიჭა მეორე კატეგორია.
სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ანალიტიკურ აზროვნებას, კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიების, ეფექტიანი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარებს. მნიშვნელოვანია განვითარების სურვილი.
Ecovis Georgia დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
• სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო პირობებს;
• კონკურენტუნარიან და წამახალისებელ სახელფასო განაკვეთს;
• კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
• თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
• პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
• სამედიცინო დაზღვევას;
• სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აფაქიძის ქ. №5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 700-დან 1200 ლარამდე (ხელზე ასაღები), დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი მოვალეობები:
• ბუღალტერის/მთავარი ბუღალტრის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის წარმოება (ყოველდღიური მარტივი ოპერაციების შესრულება);
• საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის მარტივი ოპერაციების აღრიცხვა;
• ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
• ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
• ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში (მათ შორის სავალუტე ანგარიშებისაც);
• სესხების საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
• დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის გადამოწმება.
• დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ძირითადი მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
• საოფისე და ბუღალტრული პროგრამებში მუშობის გამოცდილება (მნიშვნელოვანია ექსელში მუშობის უნარები);
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე accountant@stream.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერის ასისტენტი.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.