საერთაშორისო ექაუნთ მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას საერთაშორისო ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე MACH & MACH-ისთვის.
MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს მსოფლიო მოდის წამყვან კომპანიებთან.
კომპანია ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც ექაუნთის წარმატებით სამართავად შეისწავლიან მათი ექაუნთის რეგიონის კულტურულ თუ გეოგრაფიულ თავისებურებებს და ნიუანსებს, შეძლებენ მოლაპარაკებების წარმართვას, პრეზენტაციების ჩატარებას, გუნდურ მუშაობას და ეფექტურ კომუნიკაციას.
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (09:00 – 18:00, შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების გარდა)
ანაზღაურება - კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე
ძირითადი მოვალეობები:
• მისი რეგიონის ფარგლებში რითეილერ კომპანიებთან ურთიერთობების აწყობა და შენარჩუნება.
• მოქმედებს ექაუნთის ფარგლებში შემავალი რეგიონის (არეალის) პარტნიორებთან როგორც MACH & MACH-ის მთავარი საკონტაქტო პირი, მისი უფლებამოსილების ფარგლებში;
• პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და ბრენდისთვის მომგებიანი მოლაპარაკებების წარმოება ექაუნთის ფარგლებში შემავალი რეგიონის (არეალის) წარმომადგენლებთან;
• ექაუნთთან დაკავშირებული პროცესების სრული ციკლის კოორდინირება;
• მისი ექაუნთის ფარგლებში შემავალი რეგიონის (არეალის) პოლიტიკურ-ეკონომიკური, გეოგრაფიული, კულტურული თავისებურებების, კომუნიკაციის ფორმების, მოდის ტენდენციების შესახებ მიმდინარე სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და გათვალისწინება თანამშრომლობის პროცესში;
• ბრენდის მომხმარებლის და პარტნიორი კომპანიების მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი ასახვა;
• პროცესის მუდმივი მონიტორინგი და მასში აქტიური ჩართულობა;
• კომპანიის ანალიტიკურ გუნდათან მჭიდრო თანამშრომლობა ექაუნთის რისკების და პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის, შეფასების და პოტენციური ზიანის შემცირების მიზნით;
• კომპანიის სხვა დეპარტამენტების დახმარება ექაუნთში შემავალი პარტნიორების მხრიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში და მათთან კომუნიკაციის დარეგულირებაში;
• ახალი სეზონის პრეზენტაციების (Line Sheet, და ა.შ) შედგენაში აქტიური მონაწილეობა და მათი წარდგენის უზრუნველყოფა ექაუნთის ფარგლებში შემავალი თუ პოტენციური პარტნიორებისთვის;
• მიღებული შეკვეთების ასახვა კომპანიის ERP სისტემაში, შეკვეთის სტატუსის მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
• რეგიონის მარკეტინგულ აქტივობებში აქტიური ჩართულობა; აქტივობების მიმდინარეობის კონტროლი;
• კომპანიის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და შემდგომში დამტკიცებული სტრატეგიით მოქმედება;
• კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ მივლინებაში გამგზავრება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მომიჯნავე მიმართულებით;
• აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი მსგავსი სამუშაო გამოცდილება;
• სასურველია საერთაშორისო ბაზარზე, კლიენტებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება. საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• ინგლისური ენის Advance დონეზე ცოდნა;
• Microsoft Office პროგრამების ფლობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 30 ნოემბრისა. Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.