The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
დაზღვევის გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ვაცხადებთ ვაკანსიას დაზღვევის გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“, რომელიც არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.
 
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.gpih.ge/ 
 
ვაკანსია ცხადდება ორ პოზიციაზე:
გაყიდვების ჯგუფის უფროსი - საცალო ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებით (NLI)
გაყიდვების ჯგუფის უფროსი - საცალო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით (HI)
პოზიციებზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, კომუნიკაბელურ, განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გუნდის და მოლაპარაკებების ეფექტურად მართვის უნარი. 
 
სამუშაო ადგილი - თბილისი (წერეთელი)
სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი 
ანაზღაურება - ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი (ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
კარიერული ზრდის შესაძლებლობა და დამატებითი ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები (გაყიდვების დეპარტამენტში კარიერული ზრდის შესაბამისად ცვალებადია ბენეფიტები და მათი მოცულობა)
 
ძირითადი მოვალეობები:
• საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომლექტებული სპეციალიზირებული გუნდის მართვა და მხარდაჭერა; 
• ახალი თანამშრომლების მოძიება/შერჩევის პროცესში ჩართულობა და გუნდში ინტეგრირების ხელშეწყობა; 
• ბაზების დამუშავება და CRM სისტემაში ასახული აქტივობების მონიტორინგი;
• გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
• გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის;
• გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა. 
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• დაზღვევის გაყიდვების სფეროში (საცალო სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაზღვევის (HI) და საცალო ავტო, ქონების (NLI) დაზღვევის მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება; 
• ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია უცხო ენის ცოდნა;
• Microsoft Office - ის ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 30 ივნისისა.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.