The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

ორგანიზაციული კონფლიქტების მართვა

ტრენინგის მიზანი:
გაზარდოს მონაწილეების ცოდნა კონფლიქტის არსის, ორგანიზაციული კოფლიქტების სახეების, გამომწვევი მიზეზების და მათი მოგვარების გზების და მეთოდების შესახებ. პრაქტიკულად შეასწავლოს მონაწილეებს ის კომუნიკაციური ტექნიკები, რომელთა გამოყენებითაც ისინი შეძლებენ კონფლიტების პრევენციას და არსებული კონფლიქტების მართვას.

მეთოდოლოგია:
თეორიული პრეზენტაციები, სასწავლო ქეისი, როლური და სიმულაციური თამაშები, საჭირო ჩვევების პრაქტიკული შემუშავება და დისკუსია

მიზნობრივი აუდიტორია:
ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი, ვისთვისაც კონფლიტების ეფექტიანად მოგვარების უნარები მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლებთან, ისე თანამშრომლებთან ურთიერთობისას. 

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
შეიძენენ კონფლიქტების ეფექტიანად მოგვარების უნარებს
შეძლებენ საკუთარი ინტერესების დაცვას დაპირისპირებული მხარის ინტერესების შელახვის გარეშე
შეისწავლიან იმ კომუნიკაციურ ტექნიკებს, რომელთა გამოყენებითაც ეფექტურად შეიძლება კონფლიქტური სიტუაციის მართვა
უკეთ შეძლებენ საკუთარი ემოციების მართვას
შეისწავლიან ორგანიზაციული კონფლიქტების პრევენციის მეთოდებს

კომპანიის სარგებელი
კომპანიაში გაჯანსაღდება კორპორატიული კლიმატი, რაც პოზიტიურად აისახება გუნდურ მუშაობაზე, პროდუქტულობაზე და ბიზნესის შედეგებზე. თქვენს ორგანიზაციაში კამათი და ცხარე დისკუსია გაიმართება მხოლოდ იდეების გარშემო.