The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

ეფექტიანი მომსახურება და კომუნიკაცია

ტრენინგის მიზანი: 
ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის პროცესის მართვის პრინციპების, ტექნიკების, მომსახურების სტანდარტების სწავლება და შესატყვისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/დახვეწა. არასტანდარტულ სიტუაციებში რეაგირების უნარების განვითარება.

მიზნობრივი აუდიტორია:
ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი, ვისთვისაც კომუნიკაციის და მომსახურების ეფექტური უნარები მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლებთან, ასევე თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას.
 
მეთოდოლოგია:
ტრენინგის პროგრამა მოიცავს თეორიულ პრეზენტაციებს, სიმულაციებს და როლურ თამაშებს 
 
ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
გაიუმჯობესებენ კომუნიკაციურ უნარებს
გაიაზრებენ პოზიტიური მომსახურების მნიშვნელოვნებას და მომგებიანობას
შეძლებენ სიტუაციების მომხარებლების თვალით აღქმას და ანალიზს 
მეტად პოზიტიურად შეძლებენ მომხმარებელთან, თანამშრომლებთან, პარტნიორებთან ურთიერთობას
ეფექტურად მოახერხებენ რთული, პრობლემური მომხმარებლების მომსახურებას
გახდებიან მეტად მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული  
 
კომპანიის სარგებელი
კომპლექსური მიდგომით, სისტემატური სწავლების შედეგად ამაღლდება კომპანიის მომსახურების ხარისხი, რაც გაზრდის კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებლების რაოდენობას. თავის მხრივ ეს ხელს შეუწყობს კომპანიის შემოსავლების ზრდას.