The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

ეფექტიანი უკუკავშირი თანამშრომლებთან

ტრენინგის მიზანი:
გაზარდოს მონაწილეების ცოდნა უკუკავშირის არსის, მისი სახეების, სხვადასხვა სიტუაციაში მისი განხორციელების მეთოდების შესახებ. პრაქტიკულად შეასწავლოს უკუკავშირის დროს გამოსაყენებელი მეტყველების სტილი, შეკითხვების ტექნიკები, არავერბალური კომუნიკაცია, კონსტრუქციული კრიტიკა. გააუმჯობესოს მონაწილეების ინტერპერსონალური და დისკუსიის წარმართვის უნარები.

მეთოდოლოგია:
თეორიული პრეზენტაციები, პრატიკიდან რეალური მაგალითების განხილვა, როლური და სიმულაციური თამაშები და დისკუსია

მიზნობრივი აუდიტორია:
ყველა რგოლის მენეჯერები, რომელთა როლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა თანამშრომლებთან უკუკავშირი, მათი განვითარება და მოტივირება.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
შეიძენენ ცოდნას ეფექტიანი უკუკავშირის მნიშვნელობის შესახებ
გაიცნობიერებენ, თუ რა წვლილი აქვს ეფექტიან უკუკავშირს ბიზნესის მიზნების მიღწევასა და განვითარებაში
შეიძენენ ცოდნას, როდის და როგორ განახორციელონ უკუკავშირი თანამშრომლებთან
შეძლებენ შესატყვის და დაბალანსებულ უკუკავშირს სხვადასხვა სიტუაციებში
შეძლებენ ემპათიური ურთიერთობის დამყარებას უკუკავშირის სიტუაციებში
შეძლებენ სწორი უკუკავშირის გამოყენებით თანამშრომელთა მოტივირებას და უბიძგებენ მათ წარმატებისკენ
თანამშრომლების ქცევაზე მეტ ზეგავლენას მოახდენენ პოზიტიური უკუკავშირის და კონსტრუქციული კრიტიკის საშუალებით

კომპანიის სარგებელი
ეფექტიანად განხორციელებული უკუკავშირი აამაღლებს თქვენს კომპანიაში თანამშრომელთა მოტივაციას, კომპანიისადმი ლოიალობას და ჩართულობას, ხელს შეუწყობს მათ კარიერულ და პიროვნულ წინსვლას, რაც თავის მხრივ დაეხმარება კომპანიის წარმატებას და ბიზნეს ამოცანების შესრულებას.