The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

ადამიანური რესურსების მართვა

ტრენინგის მიზანი: 
მონაწილეებს გაუღრმავოს ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის საკითხების შესახებ, გააცნოს საუკეთესო საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა, განუვითაროს პერსონალის ეფექტიანად მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, გააცნოს HRM-ის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები.

მეთოდოლოგია:
თეორიული მასალის პრეზენტაცია და ანალიზი, ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები, დისკუსია, პრაქტიკიდან აღებული მაგალითების განხილვა, სიმულაციები.

მიზნობრივი აუდიტორია:
ორგანიზაციის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• გაიღრმავებენ ცოდნას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
შეიძენენ და გაიუმჯობესებენ თანამშრომელთა ეფექტურად მართვის პრაქტიკულ უნარებს
შეიძენენ პერსონალის შერჩევისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს 
შეძლებენ თანამშრომელთა სწორად შეფასებას და მათ მოტივირებას 
შეისწავლიან სხვათა განვითარების დაგეგმვის და განხორციელების მეთოდებს
შეიძენენ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საჭირო      უნარებს
შეძლებენ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტას

კომპანიის სარგებელი
კომპანია უფრო ეფექტიანად გამოიყენებს  ადამინურ რესურსებს,  ხელი შეეწყობა თანამშრომლების განვითარებას, წარმატებით გადაწყდება პერსონალთან დაკავშირებული ამოცანები, თვისობრივად შეიცვლება, დაიხვეწება და გაუმჯობესდება  შიდა კომუნიკაცია და გაიზრდება თანამშრომელთა მოტივაცია.