The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

ტრენერთა ტრენინგი

ტრენინგის მიზანი: 
ტრენინგის დაგეგმვის, ჩატარების სხვადასხვა მეთოდების და ტექნიკების, ტრენინგის შედეგების შეფასების სწავლება. სხვათა სწავლების ფასილიტაციის, მონაწილეთა დაინტერესების, ტრენინგის დამხმარე აქტივობების და პროცესში ჩართვის პრაქტიკული უნარების განვითარება. 
 
მიზნობრივი აუდიტორია:
კომპანიის ტრენერები, თანამშრომელთა სწავლების პროცესში ჩართული მენეჯერები

მეთოდოლოგია:
თეორიული პრეზენტაციები, სადემონსტრაციო სავარჯიშოები, სიმულაციები,  დემონსტრირება, როლური თამაშები

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
ისწავლიან ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებს
შეძლებენ ჯგუფის საჭიროებების განსაზღვრას და მას მოარგებენ სასწავლო მასალას 
შეძლებენ ტრენინგის დაგეგმვას, ფორმატის და სეგმენტების განსაზღვრას, თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების სწორად გადანაწილებას
შეძლებენ გახდნენ ავტორიტეტული და სანდო ტრენერები ჯგუფისთვის
შეძლებენ მონაწილეთა აქტიურ ჩართვას ტრენინგის პროცესში

კომპანიის სარგებელი
კომპანიაში განვითარდება და დაიხვეწება თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების პროცესი; გაიზრდება შიდა რესურსებით სიახლეების სწრაფად და ეფექტურად  მიწოდების შესაძლებლობა, გაუმჯობესდება ახალი პროცესების, პროდუქტების და სერვისების დანერგვის პროცესი; მოხდება ცოდნისა და გამოცდილების სწრაფი გავრცელება ორგანიზაციის ყველა საჭირო სტრუქტურულ ერთეულსა და ფილიალში.