The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
მთავარი არქიტექტორი 

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უჭირავს უძრავი ქონების ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
პოზიციის ტიპი: მაღალი რანგის ხელმძღვანელი პოზიცია 
დაქვემდებარება: ექვემდებარება გენერალურ დირექტორს
ანაზღაურება: 7000 ლარი (net)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, FitPass

ძირითადი მოვალეობები:
• არქიტექტურული და საინჟინრო გეგმების განხილვა და დაპროექტება
სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინების, გამოყენების მეთოდებისა და მასალების ცოდნა, ახალი ინფორმაციის მოძიება და ცოდნის გაღრმავება. 
დაქვემდებარებული არქიტექტორების მუშაობის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ რეკომენდაციების ან სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა
ქვეკონტრაქტორებისთვის, როგორიცაა მშენებლები, სანტექნიკოსები და ელექტრიკოსები რეკომენდაციების გაწევა და დიზაინის სპეციფიკაციების ინტერპრეტაციაში დახმარება
კლიენტებთან ურთიერთობა ყველა საკითხის დროული გადაწყვეტისა და პროექტის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის
დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გუნდის ერთობლივი მუშაობის უზრუნველყოფა
ახალი არქიტექტორების მენტორობა და მათთვის დახმარების გაწევა უნარების დახვეწასა და ინდუსტრიის ცოდნის გაუმჯობესებაში
ურთიერთობების დამყარება და კონსულტაცია ინდუსტრიის პროფესიონალებთან
არქიტექტურული პროექტებისა და გეგმების ანალიზი
ინდუსტრიის სტანდარტებს  და სამთავრობო რეგულაციების მოთხოვნებისადმი ყველა პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა
უმცროსი არქიტექტორების ზედამხედველობა და დავალებების განსაზღვრა
კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სწავლების და მასტერკლასების დაგეგმვა და მიწოდება
მშენებლების, ელექტრიკოსების და ტექნიკოსებისთვის საპროექტო მოთხოვნების და სპეციფიკაციების ახსნა
პროექტის სტატუსის და დასრულების ვადების შესახებ კლიენტებთან კომუნიკაცია
შენობის მოდელების და სტრუქტურის გეგმების მომზადება
სამშენებლო პროექტის თავიდან ბოლომდე წარმართვა
კლიენტების მოთხოვნების/პრეფერენციების და სამშენებლო პროექტის გარემოზე ზემოქმედების გააზრება 
საპროექტო ნახაზების შექმნა და ცვლილებების შეტანა კლიენტის მოსაზრებების საფუძველზე
• პროექტების შემუშავება განსაზღვრული ბიუჯეტისა და ვადების მიხედვით
ძირითადადი მოთხოვნები: 
• ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის, ინჟინერიის, დიზაინის ან მომიჯნავე მიმართულებით
სასურველია მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში ან დიზაინში
კარგი პორტფოლიო და უფროს არქიტექტორად მუშაობის მდიდარი გამოცდილება 
მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მათ შორის მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერულ პოზიციზე
CAD და AutoCAD პროგრამული უზრუნველყოფის სიღრმისეული გააზრება
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე (C1) ფლობა 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@thestream.ge არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.